2024 წლის 7 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის 320 აუდიტორიაში გაიმართება ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ქიმიის დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარი.
მოხსენებებს წაიკითხავენ:
1) იტალიის კვლევების ეროვნული ასოციაციის ბიომოლეკულური ქიმიის ინსტიტუტის (სასარი, იტალია) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პაოლა პელუსო თემაზე: „კომბინირებული მიდგომები ენანტიომერების დაყოფის ნატიფი მექანიზმების ასახსნელად“
2) კომპანია Phenomenex Inc.-ის (ტორანსი, კალიფორნია, აშშ) მეცნიერ-კონსულტანტი, ქიმიის მეცნიერებათ დოქტორი, ტივადარ ფარკაში თემაზე: „ადენო-ასოცირებული ვირუსის (AVV) სამკურნალო საშუალებების ანალიზი გელშეღწევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით“
ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა (საკონტაქტო პირი: ქიმიის აკადემიური დოქტორი, ნინო თაყაიშვილი. ე-მაილი:nino.takaishvili@tsu.ge